TOP-NEWS.GE / ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე ქუთაისის სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეები ცურვას უფასოდ შეისწავლიან

ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე ქუთაისის სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეები ცურვას უფასოდ შეისწავლიან

ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე ახალი, საპილოტე პროექტი იწყება - ქუთაისის სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან  ცურვას  უფასოდ შეისწავლიან. 

პროექტი საქართველოს სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ ერთობლივად ხორციელდება. 

აღნიშნული სერვისით მომსახურებას შეძლებს  პირველი 400 დარეგისტრირებული ქუთაისელი მე-3 კლასის მოსწავლე.  ამისათვის საჭიროა აღნიშნულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1H_KB4J45QUMHDf-Z45sIgYRSyY9o4eskdmlz3S1nVE8/viewform?edit_requested=true&fbclid=IwAR1e2fyDO9XwlZczN6PEUe1DL7qCrwEf0SFVwPd7XL85IqniG727OvrAAeY

 რეგისტრაციის გავლის შემდგომ, ასევე საჭიროა ადგილზე რეგისტრაცია, რისთვისაც დაგჭირდებათ თან იქონიოთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა.

29-09-2025, 11:44
უკან დაბრუნება