ცაგერის სოფელ ზოგიშის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.
ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ზოგიშის მიმართულებით, გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც გადაადგილება შეზღუდა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ცაგერის მუნიციპალიტეტის და შ.პ.ს “22-ე სამშენებლო კომპანიის" კოორდინირებული მუშაობით, განხორციელდა შლადი კლდოვანი ქანებისაგან გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის გზა თავისუფალი და უსაფრთხოა.