TOP-NEWS.GE / 29 სექტემბერს, ქუთაისთან ახლოს, სოფელ გუმათთან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

29 სექტემბერს, ქუთაისთან ახლოს, სოფელ გუმათთან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 09:00სთ-დან 29 სექტემბრის 19:00სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. 

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ადგილობრივი მნიშვნელობის გუმათი-ოფურჩხეთი-რიონი-ზარათის საავტომობილო გზის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

27-09-2025, 16:43
უკან დაბრუნება