საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი საზოგადოებას გასული 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული სოციალური პროგრამების შედეგებს უზიარებს.
“2021-2025 წლებში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით შემდეგი სახის ფინანსური დახმარება გაიცა:
ავადმყოფთა სოციალური დაცვა:
7 070 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 3 041 274 ლარი;
სწავლის დაფინანსება:
400 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 262 466 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა:
420 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 112 193 ლარი;
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა:
477 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 143 450 ლარი;
საცხოვრებლით უზრუნველყოფა:
28 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 41 880 ლარი;
ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა - 2024 წლიდან დღემდე:
10 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 19 000 ლარი;
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება:
23 მომართვა - გაცემული ფინანსური დახმარება 79 500 ლარი,”-წერს ლევან ივანაშვილი.