TOP-NEWS.GE / ვინ არიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც ქუთაისში დააჯილდოვეს?

ვინ არიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც ქუთაისში დააჯილდოვეს?

ქუთაისში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.

მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით,  მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ: ლალი მიქაძეს ( პირველი საჯარო სკოლა), ამირან ძაგნიძეს (მეორე საჯარო სკოლა), ნონა ჩუბინიძეს ( მე-14 საჯარო სკოლა), ქეთევან ლებანიძესა ( 22-ე საჯარო სკოლა ) და მარინა ისკაკოვას (33-ე საჯარო სკოლა).

 ღვაწლმოსილ პედაგოგებს ჯილდოები მიულოცეს :  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში გაიმართება,  დასკვნითი ღონისძიება კი, 27 ოქტომბერს,  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

26-09-2025, 11:33
უკან დაბრუნება