2025 წლის 29 ივლისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფარში გადაყვანილია 2839 ცხოველი, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები ჩაუტარდათ:
• 2 839 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით;
• 2 628 გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია;
• 2 811 გაუკეთდა იდენტიფიკაცია.დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დადებული საყურე ნიშანი);
• 2 679 დაბრუნდა გარემოში (160 შესბამისი მანიპულაციების შემდეგ დაუბრუნდება გარემოს.