ხარაგაულის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კობა ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში-ბორითის თემში მოსახლეობას შეხვდა.
“ბორითში წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ზოგი მასშტაბური იყო, ზოგი - მცირე, მაგრამ თითოეულ მათგანს რეალური გავლენა ჰქონდა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ჩვენ არ ვჩერდებით — უკვე დაგეგმილია ათეულობით ახალი პროექტი, რომელთა დაწყება და წარმატებით დასრულება არის ჩვენს სამოქმედო გეგმაში.
მჯერა, რომ ბორითის თემის მაცხოვრებლები კვლავაც აგვირჩევენ, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ და უპრეცედენტო მხარდაჭერას გამოუცხადებენ "ქართულ ოცნებას" -პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ გვერდში უდგას არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ყოველდღიურ რუტინაშიც.
ამ თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმოდგენილია ქალბატონი მანანა ბარბაქაძე. ადამიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს და თითოეულ პრობლემას იცნობს. იგი არ არის მხოლოდ კანდიდატი, იგი არის ამ თემის ნაწილი, ქალი, რომელსაც ბორითის მაცხოვრებლების "მაჯისცემაზე უდევს ხელი".
დარწმუნებული ვარ, მომავალ საკრებულოში იგი იქნება ხმამაღალი და მტკიცე ხმა ბორითის თემის ინტერესების დასაცავად.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავინახე ადამიანების იმედი, რომელიც ჩვენზე აქვთ მონდობილი. ეს გვაძლიერებს და გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მადლობა ბორითის თემს გულწრფელი მიღებისთვის. ერთად ვაგრძელებთ შენებას,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.