TOP-NEWS.GE / ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკის, პაატა ლომსაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკის, პაატა ლომსაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ქუთაისში,  მე-3 ქვეითი ბრიგადის ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკის, პაატა ლომსაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ქუთაისის მერიისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით,
სპორტის სასახლეში, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  მასში  თავდაცვის სამინისტროს  დასავლეთ საქართველოს ქვეითი ბრიგადების 8 გუნდი მონაწილეობდა. 

პაატა ლომსაძის გარდამავალი თასის მფლობელი სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა გახდა.

ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

21-09-2025, 19:11
უკან დაბრუნება