ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკის, პაატა ლომსაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
ტურნირი ქუთაისის მერიისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით,
სპორტის სასახლეში, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ქვეითი ბრიგადების 8 გუნდი მონაწილეობდა.
პაატა ლომსაძის გარდამავალი თასის მფლობელი სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა გახდა.
ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.