ვანის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ვანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ივანე კორძაძემ დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის ფასადი, სახურავი, სკოლის შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, დერეფნები, სპორტული და სააქტო დარბაზები.
სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.