TOP-NEWS.GE / რა გაკეთდა და რა გამოწვევები რჩება ტყიბულში?

რა გაკეთდა და რა გამოწვევები რჩება ტყიბულში?

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მერობის კანდიდატთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  შეხვედრაზე საუბარი უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტრულ პროექტებსა და იმ მოსაგვარებელ საკითხებს შეეხო,  რომელიც მოსახლეობას აწუხებს. 

“მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებსა და საცხოვრებელ კორპუსებს.  განახლდა ფასადები, მოეწყო ტროტუარები, გამწვანება, სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცეები. 9 აპრილის სახელობის სკვერში, მოეწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და შახტაში დაღუპულთა მემორიალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას.  

ვიცით, რომ გამოწვევად რჩება  ეზოების კეთილმოწყობის  ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის გაგრძელება,  დასასვენებელი ინფრასტრუქტურის დამატება, წყლის მიწოდებისა და კომუნიკაციების პრობლემების სრულად მოგვარება.

ინფრასტრუქტურული პროექტები ტყიბულში კვლავ გაგრძელდება და თითოეული მათგანი  მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე,”-ამბობს ლევან ზალკალიანი.

20-09-2025, 14:13
უკან დაბრუნება