TOP-NEWS.GE / ქუთაისში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსნები დააჯილდოვეს

ქუთაისში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსნები დააჯილდოვეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში  2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების  საზეიმო ცერემონია გაიმართა.  ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

გასულ სასწავლო წელს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 479-მა მოსწავლემ მოიპოვა მედალი, მათ შორის 393 ოქროს და 86 ვერცხლის. მოწვეულმა სტუმრებმა დამსახურებული ჯილდოები გადასცეს ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვეს მათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  თამარ მახარაშვილი, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტურავა,  ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

18-09-2025, 17:34
უკან დაბრუნება