პარტია “გახარია-საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით,
“ქართული ოცნება" ქუთაისში ოპოზიციურ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის.
“გახარია საქართვლოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის პლაკატი გადააკრეს. ამ ქმედებით ხელისუფლება საარჩევნო კოდექსს არღვევს.
შემთხვევა ძელქვიანის სამაჟორიტარო ოლქში მოხდა. პარტიას “გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების განთავსების უფლება ქუთაისში, მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე აქვს. პოლიტიკურ გაერთიანებას კამპანიის სრულყოფილად ჩატარების საშუალება არ ეძლევა,”-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.