ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან“ არსებულმა სასულე ორკესტრმა კონცერტი გამართა.
კონცერტის ბოლოს, გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა 2024-2025 სასწავლო წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის დიპლომით დააჯილდოვა ზ. ანჯაფარიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის მოსწავლე რამაზ სინაურიძე ( პედაგოგი: მალხაზ მჭედლიშვილი).
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 56-ე თეატრალური სეზონი ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტე“ საკონცერტო შესრულებით დახურა. თეატრის ორკესტრში, პირველად ისტორიაში ჰობოის პარტია ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსმა რამაზ სინაურიძემ შეასრულა.
გაერთიანების მმართველმა 2024-2025 წელს მიღწეული წარმატებებისათვის ასევე დიპლომებით დააჯილდოვა ზ. ანჯაფარიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნატალი სამუშია (პედაგოგი: ირინა ბერაძე), მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი ტალახაძე (პედაგოგი: მალხაზ მჭედლიშვილი) და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე ნინო თელია (პედაგოგი: მალხაზ მჭედლიშვილი).