TOP-NEWS.GE / ვანს 163 პირველკლასელი ჰყავს

ვანს 163 პირველკლასელი ჰყავს

ვანის მუნიციპალიტეტის 30-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალი 2025-2026 სასწავლო წელს სკოლის კარი პირველად 163-მა პირველკლასელმა შეაღო. 

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეები- გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე ესტუმრნენ სკოლებს.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვეს.

15-09-2025, 15:40
უკან დაბრუნება