საჩხერის მერი ლევან ივანაშვილო ეთო-ეხვევის უბნის დაწყებით სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ეთო-ეხვევის დაწყებითი საფეხურის სკოლა, რომელსაც არსებობის ათეულობით წლის ისტორია აქვს, ცხამის საჯარო სკოლასთანაა შერწყმული და მასში ოთხი მოსწავლე სწავლობს.
“მადლობას ვუხდი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს მსგავსი მცირეკონტიგენტიანი სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რადგან ეს პროცესები დიდ როლს თამაშობს მაღალმთიანი სოფლის განვითარებასა და მიგრაციის შემცირებაში,”-ამბობს მერი.