“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კობა ლურსმანაშვილი საარჩევნო ფორმატში ვახანის, სერბაისისა და ზედუბნის მოსახლეობას შეხვდა.
“ადგილობრივებს გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმები, ვისაუბრე მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ვახანის თემში, 2012 წლის შემდეგ, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი ბაღი, მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემები და სხვა. თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებზეც აქტიურად ვიმუშავებთ.
ჩვენი სტრატეგიაა, ხარაგაულის რეალობა კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს და სოფლებში რაც შეიძლება მეტი პროექტი დაიგეგმოს. მიხარია, რომ ამომრჩევლები ჩვენს მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ, რადგან დღეს პარტია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ველზე ალტერნატივა არ ჰყავს.
ამავე შეხვედრაზე მოსახლეობას წარვუდგინე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა გოგოლაძე. პაატა ამ თემის მკვიდრია, არის განათლებული და თავის საქმის პროფესიონალი. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში. კარგად იცნობს ამ სოფლის საჭიროებებს და დარწმუნებული ვარ, გარკვეულ წვლილს შეიტანს ვახანის თემის განვითარებაში,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.