TOP-NEWS.GE / ამბროლაურის კულტურის ცენტრში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება

ამბროლაურის კულტურის ცენტრში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 სექტემბერს, 19:00 საათზე, ამბროლაურის კულტურის ცენტრში გაიმართება ქართული საოპერო მუსიკის საღამო.

ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, გიორგი სტურუა, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ირინა ალექსიძე და მაყვალა ასპანიძე.

საღამოზე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი - ლევან ჯაგაევი. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელია ბადრი მაისურაძე.

ღინისძიების წაიყვანი- ნიკოლოზ წულუკიძე.

დასწრება თავისუფალია.

13-09-2025, 15:13
უკან დაბრუნება