TOP-NEWS.GE / “გატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და ადგილობრივ ჯიშებში შერევა”-რაჭაში რთველისთვის ემზადებიან

“გატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და ადგილობრივ ჯიშებში შერევა”-რაჭაში რთველისთვის ემზადებიან

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან მეხუზლასთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის საწარმოს წარმომადგენლებს და მევენახეებს შეხვდა

შეხვედრაზე რაჭაში რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რაჭაში სუბსიდირების პროგრამის განხორციელების თაობაზე და აღინიშნა, რომ ადგილობრივებისთვის ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. 

 ‘’მინდა მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგრეთვე ღვინის ეროვნულ სააგენტოს რაჭაში რთველის საორგანიზაციო საკითხების დროულად დაწყებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ჩართულობა რთველის სწორად მართვის თვალსაზრისით,”-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა, 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი “მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის” მიმდინარეობაც, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის, 560-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა ცაგერის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ვაზის ჯიშების შენარჩუნებას.

“გასული წლების მსგავსად, 2025 წლის რთველის ფარგლებში, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები იმუშავებენ და ჩასაბარებელი ყურძენს მონიტორინგს გაუწევენ. ამასთან, გატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და ადგილობრივ ჯიშებში შერევა,”-განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. 

13-09-2025, 09:54
უკან დაბრუნება