ქუთაისში, ნიკეას ოლქის მაჟორიტარობისთვის პარტია “საქართველოსთვის” სახელით მინდია ხუჯაძე იბრძოლებს.
“მე ვარ მინდია ხუჯაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2004 წლის ცხინვალის კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. დღეს ვარ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი. მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება ქვეყნის სამსახურსა და მის დაცვას შევალიე.
ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩემი გამოცდილება და ენერგია ისევ მოვახმარო სამშობლოს, თუმცა ამჯერად განსხვავებული გზით. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო ქუთაისის საკრებულოში ნიკეას მაჟორიტარობის კანდიდატად პარტია “გახარია-საქართველოსთვის” სახელით!
ჩემი მიზანია, ვიყო ნიკეას ხმა ქუთაისის საკრებულოში, ვიბრძოლო ჩვენი თანაქალაქელების ინტერესების დასაცავად და ყოველდღიურად ვიმუშაო კეთილსინდისიერად და პატიოსნად.
ძალიან კარგად ვიცი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქალაქსა და ჩვენს უბანს. ნიკეას ესაჭიროება უკეთესი სოციალური პირობები, თანამედროვე და გამართული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი პარკი, სპორტული თუ კულტურული სივრცეები. ნიკეა იმსახურებს გარემოს სადაც თითოეული ოჯახი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.
მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია სწორი ხედვით, პატიოსანი და მიზანმიმართული მუშაობით!
მზად ვარ, ჩემი გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით, ყოველდღე ვიბრძოლო ნიკეას და ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის,”-ამბობს მინდია ხუჯაძე.