TOP-NEWS.GE / რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა


რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ოქტომბრის დასაწყისში ყურძნის კრეფა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც დაიწყება. 2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“  წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია. 

2025 წლის რთველი ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის  4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

2026 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.   

2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“  წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია. 

10-09-2025, 18:23
უკან დაბრუნება