ქუთაისის მუნიციპალიტეტში კედლების მოხატვა გრძელდება. პროექტი „მურალ ფესტი“ ქალაქის მერიის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, 2023 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოიხატა 15-ზე მეტი კედელი, ცნობილი მხატვრების მიერ.
წელს უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის ფარგლებში, მოიხატება 4 კედელი. მურალები მორგებულია არქიტექტურულ გარემოს, ტურისტულ მიმართულებებს, თანამედროვე სტილს და მოიცავს ფოლკლორულ ელემენტებს, ლიტერატურულ, სტილიზებულ ფლორალურ არტსა და ნატურმორტის თემატიკას.