TOP-NEWS.GE / “მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ვცდილობთ, სოფელში შევქმნათ ყველა ის პირობა, რაც ადგილობრივების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის”

“მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ვცდილობთ, სოფელში შევქმნათ ყველა ის პირობა, რაც ადგილობრივების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის”


“ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. 
წიფა, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა - ეს ის  მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებია, სადაც კობა ლურსმანაშვილი მოსახლეობას პირველ მოადგილესთან,  ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად შეხვდა.  

“უნდა აღინიშნოს, რომ მთის კანონის ამოქმედების შემდეგ, ძალიან ბევრი ოჯახი  დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობით  დაკავდა. 

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას  ვაქცევთ. ვცდილობთ, სოფელში შევქმნათ ყველა ის პირობა, რაც ადგილობრივების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

რაც მთავარია, ეს ადამიანები სახელმწიფოსგან სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით და იღებენ    დანამატებს პენსიასა და  სოციალურ დახმარებაზე.

გარდა ამისა, ჩართულნი არიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებში.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული  ოცნების“ ხელისუფლებაში  მოსვლის შემდეგ, წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში  აშენდა თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი,  ამბულატორია,   რეაბილიტირდა   ცენტრალური და საუბნო  გზები. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის  ფარგლებში, მოსახლეობის  უშუალო გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად  ხორციელდება მცირე  ინფრასტრუქტურული პროექტები.

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ამ ხეობას და ეკონომიკურად გააძლიერებს,  ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელების გზის რეაბილიტაციაა. 

პროექტის ფარგლებში მოასფალტებული გზა თითქმის გვაქვს წიფამდე, პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები  და ძალიან მალე ამ ზონაზე გადაადგილება კეთილმოწყობილი გზით შეგვეძლება.

მინდა თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე მათგან ვგრძნობ.  

მჯერა, წიფის, გოლათუბნის, გუდათუბნისა და ფონის გონიერი საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ  არჩევანს და მხარს დაუჭერს ჩვენი ხარაგაულის  განვითარებას. 

საკრებულოში მათ ეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი ბესიკ ტალახაძე, რომელიც არის გამოცდილი პიროვნება და მაქსიმალურად იზრუნებს  ყველა იმ პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც ამ სოფლებშია,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი. 

9-09-2025, 13:52
უკან დაბრუნება