ხონის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე კახა ფირცხალავა გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საკრებულო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ამ მძიმე წუთებში, თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და ხონის მუნიციპალიტეტს ერთ-ერთი გამორჩეული ხონელის დაკარგვის გამო!,”-ნათქვამია განცხადებაში.