TOP-NEWS.GE / “სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს, მევენახეს კი არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის”

“სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს, მევენახეს კი არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის”

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის ქარხნების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილა. 

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რაჭაში სუბსიდირების პროგრამის განხორციელების თაობაზე და აღინიშნა, რომ ადგილობრივებისთვის ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. 

პაპუნა მარგველიძის თქმით, სუბსიდირების პროგრამა უზრუნველყოფს რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას, ასევე ხელს შეუწყობს მოსავლის სრულად და დროულად დაბინავებას და ყურძნის ხარისხის შენარჩუნებას.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს, მევენახეს კი არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ‘’მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის’’  მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის, 560-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა ცაგერის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ვაზის ჯიშების შენარჩუნებას.

9-09-2025, 13:10
უკან დაბრუნება