TOP-NEWS.GE / მერობის კანდიდატების ბიოგრაფია ტოპნიუსზე-დავით ერემეიშვილი

მერობის კანდიდატების ბიოგრაფია ტოპნიუსზე-დავით ერემეიშვილი

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge გაგაცნობთ იმერეთში, მერობის კანდიდატების დოსიეებს. 

გთავაზობთ ქუთაისის მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის დოსიეს. 

დაბადების თარიღი:01.12.1973


დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი


განათლება:
  1988-1991 წლები - ქ. თბილისის, კ.ნ. ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სამხედრო სკოლა, საერთო საჯარისო სპეციალობა;


   1991-1992 წლები - ქ. მოსკოვის ბალაშიხის უმაღლესი სამხედრო აკადემია, საერთო საჯარისო ფაკულტეტი;


1992-1995 წლები - ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ტურიზმის ორგანიზაცია და მართვა;


  2003-2005 წლები - ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.



სამუშაო გამოცდილება:


1996-2000 წლები - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის თანამშრომელი;


   2000-2002 წლები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგანგებო ლეგიონი, კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;


2002-2003 წლები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ოპერატიული სამსახური, ოპერატიული თანამშრომელი;


2003-2005 წლები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;


2007-2015 წლები - ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი;


 2015-2016 წლები -  ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერი;


2016-2019 წლები - სს „მოგო“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების უფროსი; 


2019-2020 წლები - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე


11.04.2020 – 14.12.2020 წლები - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი


15.12.2020 – 19.07.2024 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე.


  20.07.2024 წლიდან დღემდე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი


ჰყავს სამი შვილი.

9-09-2025, 10:36
უკან დაბრუნება