TOP-NEWS.GE / ქუთაისის მერობისთვის ორი კანდიდატი დარეგისტრირდა, ხოლო მესამეს ხარვეზი დაუდგინდა

ქუთაისის მერობისთვის ორი კანდიდატი დარეგისტრირდა, ხოლო მესამეს ხარვეზი დაუდგინდა

ქუთაისის მერობის კანდიდატად “ლელო”-მ და გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” პაატა ზაქარეიშვილის კანდიდატურა წარადგინეს. 

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში top-news.ge-ს განუცხადეს, მერობის სურვილს კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ამაღლობელი გამოთქვამს, რომელიც პარტია “საქართველოს” წარმომადგენელია.

“მას შემოტანილი აქვს დოკუმენტები, თუმცა ხარვეზი დაუდგინდა, რის გამოსასწორებლად 3 დღის ვადა მიეცა. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, მერობის 3 კანდიდატი გვეყოლება,”-ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი. 

5-09-2025, 22:46
უკან დაბრუნება