TOP-NEWS.GE / ტყიბულის მერობის კანდიდატი: მტკივნეულია, როდესაც სოფლები ახალგაზრდობისაგან იცლება

ტყიბულის მერობის კანდიდატი: მტკივნეულია, როდესაც სოფლები ახალგაზრდობისაგან იცლება

ტყიბულის მერობის კანდიდატი დავით კუბლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოჩხეთის თემის სოფლებში იმყოფებოდა. 

“ვესტუმრეთ სოჩხეთს, წყნორსა და ძმუისს. 

ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საუბრისას ბევრ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხს შევეხეთ. აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს გზების ბოლომდე მოწესრიგება, სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა. 

გულდასმით გავეცანი თითოეული პიროვნების სატკივარს და თემის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემების გადაჭრის რეალურ შესაძლებლობებზე. მაგალითად, უახლოეს პერიოდში  მოხდება გზის რეაბილიტაცია სოფელ სოჩხეთში, მინდიაშვილების უბანში, ასევე, სხვადასხვა უბანზე ინტერნეტისა და ენერგომომარაგების ხარვეზების აღმოფხვრა.

მტკივნეულია, როდესაც სოფლები ახალგაზრდობისაგან იცლება. ვფიქრობ, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის პარალელურად აუცილებლად უნდა მოეწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, აღდგეს კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება, რათა ყველა მოზარდს ჰქონდეს განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობა.

შეხვედრაზე წარვადგინე სოჩხეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ გოტიაშვილი, რომელიც უკვე წლებია გვერდში უდგას სოჩხეთის თემის მოსახლეობას,”-ამბობს დავით კუბლაშვილი. 

31-08-2025, 12:21
უკან დაბრუნება