TOP-NEWS.GE / იმერეთის გუბერნატორი: მხოლოდ თქვენთან ერთად შეგვიძლია იმერეთის ახალ ეტაპზე გადაყვანა – განვითარების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების ეპოქაში

იმერეთის გუბერნატორი: მხოლოდ თქვენთან ერთად შეგვიძლია იმერეთის ახალ ეტაპზე გადაყვანა – განვითარების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების ეპოქაში

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი რეგიონის მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით, იმერეთის ახალ ეტაპზე გადაყვანა მხოლოდ ხალხთან ერთად არის შესაძლებელი. 

“დღეს, როცა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მომავლის შესახებ არჩევანის გაკეთების დრო ახლოვდება, მინდა გულწრფელად მოგმართოთ და გამოგიცხადოთ გვერდით დგომა. 

მხოლოდ თქვენთან ერთად შეგვიძლია იმერეთის ახალ ეტაპზე გადაყვანა – განვითარების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების ეპოქაში.

ჩვენი მიზანია: იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს უფრო მეტად დაეტყოს ეკონომიკური წინსვლა, მოხდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები საკუთარ კუთხეში დარჩნენ და წარმატებას აქ მიაღწიონ.

ქვეყნის და იმერეთის წინსვლისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება – სოფლებშიც და ქალაქებშიც უნდა იყოს თანაბარი პირობები, თანამედროვე გზები, სკოლები, ბაღები და ჯანდაცვა. ამ მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. 

ჩვენ ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ომია, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. ამ პირობებში კი ყველაზე დიდი ძალა ჩვენს ერთობაშია. მჯერა, თქვენი გონიერების! 

ერთად ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული და ღირსეული ქვეყანა!,”-ამბობს ლევან ზალკალიანი. 

30-08-2025, 11:46
უკან დაბრუნება