TOP-NEWS.GE / ქალაქები იმერეთში, სადაც ახალი საფეხბურთო მოედნები აშენდება

ქალაქები იმერეთში, სადაც ახალი საფეხბურთო მოედნები აშენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონების მშენებლობის ტენდერები გამოაცხადა. პროექტის თანახმად, სტადიონები ხელოვნურ საფარიანი იქნება და მათი მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს:

ბაღდათი, თერჯოლა, ქუთაისი – 15.5 მლნ ₾;

წყალტუბო, იანეთი, ხონი – 15.5 მლნ ₾. 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა რიგი კონკურსები, რომლებიც ითვალისწინებს სტადიონების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. მათი ღირებულება 1.1–1.5 მილიონ ლარს შორისაა, ხოლო შესრულების ვადა – 8 თვე.

კონკურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

საჩხერე – არსებული სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტირება უეფას II კატეგორიის სტანდარტებით;

ტყიბული – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება. 

28-08-2025, 17:49
უკან დაბრუნება