29 აგვისტოს, საჩხერეში, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგის ასანიძის ტურნირი იწყება.
ტურნირი ჩემპიონის 50 წლის იუბილეს ეძღვნება და ის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, “საქართველოს რკინიგზა”.
ჩემპიონატი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.