დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა კმაყოფილების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობის ძირითადი მოტივაცია და ინტერესები მრავალფეროვანია.
კვლევის მიხედვით:
ვიზიტის ძირითადი მიზანია:
• ველურ ბუნებაში ლაშქრობა (39%),
• ბიომრავალფეროვნების გაცნობა (30%),
• კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა (11%),
• რეკრეაცია (11%)
• სამეცნიერო საქმიანობა (3%).
ტურების ტიპებიდან ვიზიტორები უპირატესობას ანიჭებენ საფეხმავლო მარშრუტებს.
ვიზიტორთა 50% მოგზაურობს მეგობრებთან ერთად, 43% – ოჯახთან ერთად, ხოლო 7% მოგზაურობს მარტო.
“აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ დაცული ტერიტორიები იზიდავს როგორც ბუნების და აქტიური დასვენების მოყვარულებს, ისე კულტურული მემკვიდრეობისა და სამეცნიერო კვლევების ინტერესის მქონე ვიზიტორებს,”-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.