სასმელი წყლის არასაკმარისი დებეტის გამო, ქალაქ ხონში თამარ მეფის, გეგიას, წმ. ნინოსა და სოლომონ მეორის ქუჩის მოსახლეობის ერთ ნაწილს წყალი ვერ მიეწოდება, რის გამოც ამოქმედდა სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების რეჟიმი-ინფორმაციას ამის შესახებ ხონის მერია ავრცელებს.
“გრაფიკი იმოქმედებს 24 საათიანი შეწყვეტისა და მიწოდების პირობებში.
მოსახლეობის 35%-ს, საარტილერიო ბრიგადას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს (1350-იაბონენტი) წყალი არ შეუწყდება.
2025 წლის 18 აგვისტოდან სასმელი წყალი მიეწოდება რუსთაველის ქუჩიდან სამხრეთის მიმართულებით მდებარე ქუჩაზე არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტებს, ეს ქუჩებია: რუსთაველის ნაწილს, 26 მაისის, აღმაშენებელის, ახალგაზრდობის, ბაგრატიონის, ბერიძის, გამსახურდიას, თაბუკაშვილის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ს. კაკაბაძის, დ. კაკაბაძის, პ. კაკაბაძის, მებუკის, მ. ხონელის, ნიკოლაძის, რუსთაველის, ტაბიძის, შამათავას, ჭავჭავაძის, ჭანტურიას, ხობუას, აბაშიძის, თუთისანის, ბარათაშვილის, ჩემიას, ნინოშვილის ქუჩებს, თავისუფლების მოედანს და სოფელ ივანდიდს ( 2130 აბონენტი).
2025 წლის 19 აგვისტოს, 14:00 საათიდან, სასმელი წყალი მიეწოდება რუსთაველის ქუჩიდან ჩრდილოეთით მდებარე ქუჩებზე არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტებს, ეს ქუჩებია: ბახტაძის, გეგიას, გოგებაშვილის, გორგასლის, დუმბაძის, თამარ მეფის, თაყაიშვილის, ლესელიძის, ნუცუბიძის, პუშკინის, რუსთაველის, სოლომონ
მეორის, ფიროსმანის, ქაცარავას, ჩოლოყაშვილის, წერეთლის, წმ. ნინოს, ხვიჩიას, ჯორჯიაშვილის, ჯაფარიძის ქუჩებს და სოფელ კონტუათს (1800 აბონენტი).
აღნიშნული გრაფიკი იმოქმედებს გრუნტში წყლის მომატებამდე,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.