TOP-NEWS.GE / ვინ არის დავით ლობჟანიძე, რომელიც ონის მერობისთვის იბრძოლებს?

ვინ არის დავით ლობჟანიძე, რომელიც ონის მერობისთვის იბრძოლებს?

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ონის მერობისთვის “ქართული ოცნების” სახელით დავით ლობჟანიძე იბრძოლებს.

მისი ბიოგრაფია ასეთია:

დაიბადა ქალაქ თბილისში 1985 წლის 23 მარტს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

2002-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, სპეციალობა - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი;

2007-2009 წლებში სწავლობდა ქალაქ კიევში, საერთაშორისო აკადემიაში, სპეციალობა - ადმინისტრაციული მენეჯმენტი, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი;

2009-2011 წლებში მუშაობდა უძრავი ქონების კომპანიაში ფილიალის მმართველად;

2012-2013 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის კორპორაციაში პროექტების მენეჯერად;

2013-2014 წლებში მუშაობდა მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიაში გენერალურ დირექტორად;

2014 წლიდან დღემდე არის სამშენებლო დეველოპერული კომპანიის მმართველი.

13-08-2025, 11:28
უკან დაბრუნება