TOP-NEWS.GE / ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.  

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით, ღია ცისქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობდნენ ბენდი "IV დასი", პაჯო და ზაზა ნოზაძე.

წელს უკვე მეორედ, მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, გამოვლინდა „ქუთაისის წლის საუკეთესო მოხალისე“ იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც აქტიურად და უანგაროდ არიან ჩართულები   სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში.  ამჯერად ეს ტიტული გიორგი ბეღელაძემ მოიპოვა. გამარჯვებულს პრიზი ქუთაისის მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ გადასცა.

12-08-2025, 15:40
უკან დაბრუნება