TOP-NEWS.GE / ქუთაისში გზებისა და კორპუსების ფასადების განახლება მიმდინარეობს

ქუთაისში გზებისა და კორპუსების ფასადების განახლება მიმდინარეობს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი  ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესს გაეცნენ. 

ქუთაისში გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების  მოწესრიგება. ამჟამად  რეაბილიტაცია უტარდება ირაკლი აბაშიძის და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე მდებარე 2 კორპუსს. ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ  სახლების ფასადების განახლებაზე. პროექტი დაფინანსებულია  რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ.

გზების პერიოდული შეკეთების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ავტომშენებლის გამზირის დასაწყისის განახლება.  ქუჩაზე  დაზიანებული იყო გზის საფარი,  რაც ხელს უშლიდა ავტოტრანსპორტის მოძრაობას.  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  ზედაპირი  ასფალტის ახალი საფარით შეიცვალა.

9-08-2025, 15:36
უკან დაბრუნება