TOP-NEWS.GE / “დასავლეთ საქართელოში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები”

“დასავლეთ საქართელოში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები”

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში (აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, პერიოდულად შესაძლებელია ქარის ქარის გაძლიერება 12–17 მ/წმ-მდე. 
  
სანაპირო ზოლში - 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, ზღვაზე მოსალოდნელია ტალღის სიმაღლის 3 ბალამდე მომატება. 

აღმოსავლეთ საქართველოში- მხოლოდ ზოგან არის შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა ელჭექით, საღამოს საათებში შესაძლებელია სეტყვა, ასევე აღმოსავლეთში ნანატრი შედარებით დაბალი ტემპერატურა 10 აგვისტოდან დადგება. 

“მეტეოროლოგიური გაფრთხილება! მოსალოდნელი რთული მეტეო პირობების გათვალისწინებით, 8 აგვისტოს დღის ბოლოდან - 10 აგვისტოს საღამომდე, დასავლეთ საქართელოში შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები,”-წერს მეტეოროლოგი. 

8-08-2025, 19:56
უკან დაბრუნება