სამტრედიაში კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა.
ახალი საცხოვრებელი სახლის მფლობელი ამჯერად ხარაბაძეების ოჯახი გახდა.
სოციალური პროექტის ფარგლებში, სამტრედიაში 2024 წელს აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 2025 წლისთვის დაგეგმილია დამატებით 7 სახლის მშენებლობა. მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლი.