TOP-NEWS.GE / ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 აგვისტომდე გაგრძელდება

ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 აგვისტომდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტომდე  საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან  38, 40 გრადუსამდე.  

“მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო),”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

5-08-2025, 17:33
უკან დაბრუნება