“ქართულმა ოცნება” 5 აგვისტოდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქუთაისში პარტიის საარჩევნო შტაბს. ცნობილია მერობის კანდიდატის ვინაობა. “ქართული ოცნების” სახელით 4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იბრძოლებს.
რაც შეეხება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის კანდიდატებს, აღნიშნულ პოზიციაზე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია ბასილაძისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის კანდიდატურები განიხილება.