ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, წინა საპრემიერო ჩვენება გაიმართა, რომელსაც მაყურებელი ახალი სეზონიდან ნახავს.
დარიო ფოს კომედიური ფარსი
“ძარცვა იტალიურად"
რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა.
მხატვარი: ვერა ყიფიანი
მუსიკალურად გამფორმებელი:
სულხან გოგოლაშვილი
მონაწილეობენ მსახიობები:
აბელ სოსელია,
ელზა სულაძე,
გელა ებანოიძე,
სულხან გოგოლაშვილი,
სოფიო ჩირაძე,
ანა ჩოგოვაძე
იოანე იმედაძე.
წარმოდგენის სიუჟეტი ასეთია:
მდიდარ ოჯახში შეიჭრება ქურდი, რომელიც ოჯახის მეპატრონის მოულოდნელი დაბრუნების გამო, იძულებული ხდება დაიმალოს ძველ საათში. ის მოწმე ხდება სკანდალური პროცესების. აღმოჩნდება რომ თავად ოჯახის წევრები კიდევ უფრო ცბიერები, ეგოისტები და მატყუარები არიან,
ვიდრე თავად ქურდი.
სცენაზე თანდათან ჩნდებიან სანახაობრივად საინტერესო პერსონაჟები, ყველა ყველას ატყუებს და იქმნება ქაოსი. მათ შორის ქურდი ყველაზე გულწრფელი პერსონა აღმოჩნდება.
ეს არის მოკლე ანონსი იმ სპექტაკლის, რომელიც ახალი სეზონიდან მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს.