4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” სახელით ხარაგაულის მერობისთვის მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი იბრძოლებს.
მერობის კანდიდატების წარდგენას მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში გეგმავს.
კობა ლურსმანაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხარაგაულის მერი მეოთხე ვადით გახდება. ის ასევე იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან”.