TOP-NEWS.GE / ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელევიზია „მეგა ტვ-მ“ გაავრცელა.

მედიის ცნობით, ზეწარში გახვეული ჩვილი ერთ-ერთი სკოლის ახლოს ნახეს.
ამჟამად ის ქუთაისშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  მომხდარზე გამოძიება „განსაცდელში მიტოვების“ მუხლით დაიწყო. 

29-07-2025, 16:11
უკან დაბრუნება