TOP-NEWS.GE / ხონში სანიაღვრე არხებს, რაც მოსახლეობას ტბორავდა, რეაბილიტაცია უტარდება

ხონში სანიაღვრე არხებს, რაც მოსახლეობას ტბორავდა, რეაბილიტაცია უტარდება

ხონში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წლების განმავლობაში ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები წვიმის მოსვლას შიშით ელოდნენ. დაზიანებული სანიაღვრე არხები ვერ უმკლავდებოდა წყლის ნაკადს-ქუჩაში გუბეები ჩნდებოდა, სახლებთან მისასვლელი ბოგირები წყლის ნაკადს ვერ აკავებდა,ბიტბორებოდა ოჯახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ამ დროისთვის ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ამავე ქუჩის პირველ შესახვევსა და  ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან დამაკავშირებელი მონაკვეთზე არხებისა და ხიდ-ბოგირების  სრული აღდგენა-კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 

“აღნიშნული სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები ფარგლებში დაიგეგმა და წარმატებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ  მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხონში არ განხორციელებულა. პროცესი გრძელდება და სამუშაოები ეტაპობრივად, ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს,”-აცხადებენ ხონის მერიაში.

26-07-2025, 08:28
უკან დაბრუნება