TOP-NEWS.GE / ხარაგაულის სოფლებში-ღვერკსა და ხემაღალში კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ჩატარდება

ხარაგაულის სოფლებში-ღვერკსა და ხემაღალში კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები ჩატარდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა.

კვლევების შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის პროცედურით განხორციელდა და მისი ღირებულება 148 857 ლარს შეადგენს. 

კომპლექსური კვლევების  საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წლის 7 სექტემბრამდე დასრულდება.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

25-07-2025, 22:49
უკან დაბრუნება