TOP-NEWS.GE / განათლების მინისტრი ქუთაისის მე-17 სკოლაში საგამოცდო პროცესს გაეცნო

განათლების მინისტრი ქუთაისის მე-17 სკოლაში საგამოცდო პროცესს გაეცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.

“ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ჩართული მხარე მობილიზებულია და უზრუნველყოფილია ისეთი გარემო, სადაც გამოცდაზე მისულ თითოეულ აბიტურიენტსა თუ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და პოტენციალი გამოავლინოს. 

ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოცდაზე მოსული თითოეული აბიტურიენტი და პედაგოგი წავახალისოთ, გავამხნეოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ. 

აბიტურიენტების, პედაგოგებისა და ყველა გამოსაცდელის წარმატება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. საბოლოოდ, ეს ჩვენი ქვეყნის პროგრესზე, დინამიკასა და წინსვლაზე აისახება. სწორედ ამიტომ, საგამოცდო პროცესის მშვიდ გარემოში გამართულად მიმდინარეობაზე, ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ,”-განაცხადა გივი მიქანაძემ. 

15-07-2025, 18:25
უკან დაბრუნება