TOP-NEWS.GE / სადგურ სვირი-ობჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სადგურ სვირი-ობჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩასთან დამაკავშირებელი ახლად რეაბილიტირებული საავტომობილო გზა დაათვალიერა.  

სადგურ სვირი-ობჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 

საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - როდინაული, მეორე სვირი და სვეტიმაღალი სარგებლობს. გზის ეს მონაკვეთი ზესტაფონს მეზობელ მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს. პროექტის ღირებულება 642 721 ლარია.

11-07-2025, 17:35
უკან დაბრუნება