TOP-NEWS.GE / ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  სოფელ ცხენთაროში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი  და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი განათლების სერვისებს ბაღის აღსაზრდელები სახლთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობაში მიიღებენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღს აშენებს. ახალი საბავშვო ბაღები, ცხენთაროსთან ერთად, ალავერდში, ფუთსა და ძირულაში შენდება.

9-07-2025, 19:29
უკან დაბრუნება