TOP-NEWS.GE / საქართველოში სტუდენტის სტატუსისთვის 39 000 აბიტურიენტი იბრძვის

საქართველოში სტუდენტის სტატუსისთვის 39 000 აბიტურიენტი იბრძვის

საქართველოში დღეიდან ეროვნული გამოცდები დაიწყო.  გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით ჯამში 39 000 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.  

საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით.

2025 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
• მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. 2025 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. 

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.

3-07-2025, 12:01
უკან დაბრუნება