TOP-NEWS.GE / რა ეტაპზეა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი?

რა ეტაპზეა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი?

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება. 

50 კმ-იანი საავტომობილო გზის პროექტი გზის პირველი მონაკვეთის – ძირულა-მოლითის 25 კმ-ის – რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. ამ დროსითვის, აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. 

რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრები დაახლოებით 7 000 მოქალაქის გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ კავშირს როგორც მუნიციპალიტეტის შიდა, ისე საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელთან.

2-07-2025, 13:46
უკან დაბრუნება